მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრიმა დაიწყო ტრენინგ კურსი ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში, ტრენინგ-კურსის მიზანია _ საქართველოს სკოლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და პრინციპების შესაბამისად. ტრენინგ-კურსი ასევე მასწავლებელს დაეხმარება შეარჩიოს ელექტრონულ რესურსი (კომპიუტერულ პროგრამა/პროგრამები), რომელსაც გამოიყენებს სწავლების პროცესში, განსაზღვროს საკლასო მენეჯმენტი.
სენაკის რაიონში ტრენინგში მონაწილეობა მიიღო იმ სკოლების მასწავლებლებმა, სადაც ჩართული იყო ინტერნეტის ქსელი: სენაკის №1, №2, №3, №7 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა.
მასწავლებლები შეირჩნენ საგნობრივი კათედრების მიხედვით, თითოეული სკოლიდან შეირჩა 6 მასწავლებელი 6 საგნობრივი კათედრიდან, ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად მასწავლებლებმა გაიარეს წინასწარი ტესტირება, ჯგუფების დაკომპლექტებაში დაგვეხმარა სკოლების ისტ მენეჯერები.
ტრენინგ-კურსის პროდუქტი:
მასწავლებელი შექმნის პერსონალურ ელ-პორტფოლიოს, რომელიც მოიცავს:
გაკვეთილის გეგმას შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით (პრეზენტაცია, ცხრილი,რუბრიკა/შეფასების სქემა, ბლოგი, საიტი);
სასწავლო პროექტს, შესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით (პრეზენტაცია, ცხრილი,რუბრიკა/შეფასების სქემა, ბლოგი, საიტი).
ძირითადი უნარ-ჩვევები რის გამომუშავებასაც
ხელს უწყობს ისტ-ის ინტეგრირებული სასკოლო კურსი
ეროვნულ სასწავლო გეგმაში საგნობრივი დისციპლინების სწავლება მათ შორის მჭიდრო ინტეგრაციით არის მოაზრებული, როგორც ინფორმაციული, ასევე ზოგადი უნარ-ჩვევების თვალსაზრისით. თუ კი თითოეული საგანი სპეციფიკურ უნარ–ჩვევებსა და დამოკიდებულებას უვითარებს მოსწავლეებს, ინტეგრაციის დანიშნულება არის იმ ზოგადი უნარ–ჩვევების გამოკვეთა, რომლებიც ამ საგნებს ერთმანეთთან აახლოვებს. ეროვნული სასწავლო გეგმა გულისხმობს საგაკვეთილო და კლასგარეშე საქმიანობის ერთიანობასაც.
შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში ინფორმაციული და საკონიმუკაციო ტექნოლოგიების სხვადასხვა სასწავლო დისციპლინებში ინტეგრაცია მიზნად ისახავს მოსწავლეთათვის შემდეგი ზოგადი უნარ-ჩევებისა და აზროვნების ტიპების განვითარებას, რომელთაც ჩვენ ისტ-ის კუთხით განვიხილავთ.
1. გაგების უნარი - გულისხმობს ისტ-ის საშუალებების და მათი ფუნქციონირების შესახებ ფაქტების, ცნებების და იდეების ცოდნას; მათი დანიშნულების ინტერპრეტირებას და შედარებას.
2. კომუნიკაციის უნარი - ისტ-ის საშულებების გამოყენებას ინფორმაციის მიღების, მოპოვებისა და გაცვლის მიზნით.
3. ანალიტიკური აზროვნების უნარი - გულისხმობს ისტ-ის საშუალებათა შეფასებას, უკვე მოცემულ ან მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით; მათ შორის კანონზმიერებების დადგენას, შემადგენელი კომპონენტების ამოცნობას, ფრაგმენტების ორგანიზებას.
4. სინთეზური აზროვნების უნარი - გულისხმობს ისტ-ის საშუალებებით ინფორმაციის დიდი მოცულობიდან საჭირო ფრაგმენტების ამორჩევის, მათი მიზნობრივად დაკავშირების უნარს. ისე რომ მიღებული შედეგი გამოყენებადი და გასაგები იყოს, როგორც თავად მოსწავლისთვის, ასევე სხვებისთვისაც.
5. შემოქმედებითი აზროვნება - გულისხმობს ისტ-ის საშუალებების გამოყენებით, რეალობიდან მომდინარე პრობლემების გადაჭრის ეფექტური გზების პოვნას, ახალი კითხვების დასმას და მათზე პასუხის ძიებას.
6. კრიტიკული აზროვნების უნარი - გულისხმობს უკვე მოცემული, ან მის მიერ მოპოვებული ინფორმაციის შეფასებას შინაარსის, დანიშნულების და ხარისხის მიხედვით, მისი გამოყენების საზღვრების დადგენას.
ფრაგმენტი - ეროვნული სასწავლო გეგმა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისთვის 2008-2009 სასწავლო წელი

კურსი 39 საათისაგან შედგება, რომელიც 13 სამსაათიან დღედაა დაყოფილი და მოიცავს 4 მოდულს.

Комментариев нет:
Отправить комментарий